|
2015-02-19 12:10:49, 540 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის
"საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესი მესამე სახელწმიფოს წინააღმდეგ მიმართული არ არის", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას. მისივე შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში თუკი რაიმე დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ამის მიზეზი საქართველოში მყოფი საოკუპაციო ჯარია. "რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვანია, რომ თუკი სამხრეთ კავკასიაში რაიმე დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ამის მიზეზი არის საოკუპაციო ჯარი, რომელიც საქართველოში დგას. მეორე საკითხი, რაც შეეხება ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, მიმართული არ არის მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ",- აღნიშნა ბაქრაძემ. მინისტრის თქმით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი იხსნება და არა სამხედრო ბაზა. "რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტით განსაზღვრულია საქართველოში შემდგომი ღონისძიებები, რომელიც რა თქმა უნდა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქ საუბარი არ არის სამხედრო ბაზაზე, იგეგმება ჩვეულებრივი ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახნსა, რომელიც იქნება სამხედროების წვრთნების ცენტრი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩასათრევად“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი საპასუხოდ მზადაა შესაბამის ზომებს მიმართოს.
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)