23:54 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 10:54:19, 462 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არანაირი კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვაშინგტონში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების მიერ მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო თანამეგბრობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული, არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის და მსოფლიოს ნაწილის, არამედ მთელი  კაცობრიობის მიერ.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ალიანსს გააჩნია მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მეტი სტაბილურობა შემოიტანოს, მეტი სიმშვიდე შემოიტანოს და განტვირთოს ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც  არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი.

ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით - რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს!

ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ  და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ  უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავერთიანდებით  და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად!“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics