15:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 14:58:59, 716 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე ქარისა და მზის.

ამის შესახებ პრემიერმა Caspian Energy-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს ქარის ენერგიის პირველ პროექტზე.

„მდიდარი ჰიდრორესურსების გარდა, ჩვენ განვავითარებთ სხვა ალტერნატიულ ენერგორესურსებსაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები.

მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქარის ენერგიის პირველ პროექტზე (20 მეგავატი, რომელიც შეიძლება 100 მეგავატამდეც გაიზარდოს). ახლახანს ამოქმედდა სუფთა აზომვის რეგულაცია, რომლის მიზანიცაა საბოლოო მომხმარებელთა სტიმულირება.

გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტის იდეა, რომელთა მიზანიცაა ბიომასისა და გეოთერმული რესურსების გამოყენება სოფლად და ენერგოქსელის მიღმა მდებარე ტერიტორიებზე გათბობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics