|
2026-05-06 13:47:51, 1583 ნახვა
პოლიტიკა
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება“, - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)