|
2026-05-04 10:46:44, 1054 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, დღეს კი სამიტზე სიტყვით გამოვა
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მონაწილეობს. მისი თქმით, ამიერკავკასიის და ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი. „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, ამიერკავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)