|
2026-05-03 17:31:38, 1452 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ. ამის ამსახველი ფოტო რუსულ მედიაში ვრცელდება მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმის წინ მოსკოვში დაახლოებით 280 საჰაერო თავდაცვის სისტემაა განლაგებული. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გადასროლა სხვადასხვა ქალაქებიდან მოხდა, მათ შორის ყაზანიდან და გროზნოდან. მოსკოვში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, ქალაქის დაცვა რამდენიმე შრედ არის მოწყობილი The insider-ის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად თანხმობა 4 ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, 2025 წელს კი აღლუმს 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრო. 9 მაისის აღნიშვნაში მონაწილეობის შესახებ უკვე განაცხადა დსთ-ის სამი ქვეყნის ლიდერმა: ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა და ყირგიზეთის ლიდერმა სადირ ჯაფაროვმა. მოსკოვში ჩასვლის განზრახვის შესახებ განაცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინის სერბთა რესპუბლიკის მმართველი პარტიის ლიდერმა მილორად დოდიკმაც. გარდა ამისა, აღლუმს დაესწრება სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო. ასევე, აღლუმს დაესწრებიან ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები - ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)