|
2026-05-01 10:08:43, 1213 ნახვა
სამართალი
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია | ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. პოლონეთის პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 37 წლის კაცს 25 აპრილის ღამით ქალაქ გორჟოვ-ველკოპოლსკიში სასიკვდილოდ სცემეს. მათივე ცნობით, "სამი ნაცნობი ქუჩაში სეირნობდა და ალკოჰოლს მოიხმარდა, რა დროსაც ორმა მათგანმა ახალგაზრდა კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის თავზე, მუშტებითა და წიხლებით სცემეს". უწყების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება შესაძლებელი პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158 3 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ბრალდებულებს ამჟამად სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ მოკლული წარმოშობით თელაველია, გარდაცვლილის დედა კი აცხადებს, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 8 პირი მონაწილეობდა. მან უკვე მიმართა პოლონეთში საქართველოს საკონსულოს, რადგან მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მომხდარს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)