|
2026-04-24 19:48:52, 5327 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ბარის თანამშრომლების მიმართ მუქარის შემდეგ „ცხელ კვალზე“ დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ერთ წლამდე პატიმრობით. რადიო თავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრმა უთხრა, რომ ის საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვიდა და 23 აპრილის ღამეს პირველად გავიდა სახლიდან. მისი დაკავების შესახებ ოჯახს დღეს, 24 აპრილს, დილით, დაახლოებით 08:00 საათზე აცნობეს - მიზეზად ჩხუბი დაასახელეს. ლაზარე გრიგორიადისი ორი წლის წინაც იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით. მას გამოძიება 2023 წლის მარტში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა. 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)