16:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-23 13:36:09, 2955 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა

ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მას შორის საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით დადებით ტონალობაში ყველა წარიმართა. 

კობახიძის განმარტებით, კონკრეტულად რაზე ირაუბრა მარკო რუბიოსთან დახურული თემაა. 

რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიომ, ეს არის დახურული თემა. მე შემიძლია გითხრათ, მქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, ძალიან დადებით ტონალობაში საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, ეს არის ის რაც შემიძლია გითხრათ, დანარჩენს დაელოდეთ," - ამბობს კობახიძე. 

30 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. 

სახელმწიფო დეპარტამენტმა დაწერა, რომ მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics