|
2026-04-23 11:22:41, 977 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე - დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენეტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა
„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ პლატფორმის ყველა წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდა, გარედან იმართება და საქართველოს ინტერესებთან არანაირი თანხვედრა არ აქვს. „დეტალებში ვერ შევალ და არც ინტერესი მაქვს. რასაც ყველა ვხედავთ და ვისმენთ, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შეფასებას. პოლიტიკურადაც რომ შევხედოთ, ვინ არის ამ გაერთიანებაში – ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტია, ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები და მტრები. ქვეყნის ინტერესებთან და მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საქართველოს ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები. როდესაც ხარ მოღალატე და აგენტურის ქსელის წარმომადგენელი, მაგრამ იფუთები, როგორც ვითომ პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ. ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ქართველი ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს მთელ პოლიტიკურ პროცესებს – ვინ რას აკეთებს, ვის რა მოტივაცია აქვს, ვინ საიდან იმართება და ვინ მართავს. შესაბამისად, არჩევნებშიც იღებს სწორ გადაწყვეტილებას. დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ამ ალიანსის შექმნაც გარედან ნაკარნახევი ქმედება იყო. „რამდენიმე კვირის წინ ზარ-ზეიმით გვაცნობეს ამ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი გვინახავს ამ ტიპის პლატფორმა, მათ საერთო ღირებულებები არ გააჩნიათ, არც ქვეყნის სიყვარული აქვთ, არც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. უბრალოდ, გარედან უთხრეს, რომ უნდა გაერთიანდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. საკუთარ ერთობას ვერ მართავენ და ქვეყნის მართვაზე, ზოგადად, ხომ საუბარიც ზედმეტია“, - აღნიშნა კალაძემ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)