19:12 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 17:00:41, 3064 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას სთხოვს, საქართველოში რუსული და ჩინური აგენტურის მოქმედების სქემები შეისწავლოს.

რაუფოღლუს ცნობით, კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. ახალი კანონპროექტი მზარდ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, პარტია „ქართული ოცნება“ გადადის ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების მიერ კონტროლირებად ორბიტაზე.

შემოთავაზებული კანონმდებლობა აშშ-ის ადმინისტრაციას სთხოვს მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება საქართველოში რუსული და ჩინური დაზვერვის შეღწევის შესახებ. იგი ასევე ითვალისწინებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის გადახედვას, რაც მოიცავს სამომავლო დაფინანსების შესწავლას და იმის შეფასებას, რჩება თუ არა თბილისი დასავლეთთან კავშირების გაღრმავების ერთგული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics