|
2016-03-31 17:29:44, 721 ნახვა
სამართალი
პაპიძის ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ურნასთან საეჭვო ავტომანქანა დაფიქსირდა
მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიამ ფხალაძის განცხადებით, ურნასთან საეჭვო მანქანა დაფიქსირდა, თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა პიროვნების ვინაობა, რომელიც ურნაში ნივთებს ყრის. მისივე თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი ურნასთან კამერამ დააფიქსირა. "ექსპერტიზის დასკვნა არსებობს. ექსპერტიზას წარუდგინეს ფირი და უთხრეს, რომ დაგვიდგინე ამ ფირზე ვინ ჩანს. როდესაც პიროვნება ყრის რაღაცებს ურნაში, იქვე დგას ეს მანქანა. თუმცა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ვინ მიდის ურნასთან და ვინ ყრის. როდესაც ბრალდებულ მხარეს ჰქონდა აქცენტები გადატანილი, რომ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნა გვექნება, სადაც დადასტურდება, რომ მაგდა პაპიძე მივიდა და გადაყარა. ასეთი არ არის. ექსპერტიზამ დაადგინდა, რომ ჩანს მხოლოდ ფეხები და მე ვერ დავადგენ ეს ქალი იყო, კაცი,თუ ვინ იყო. მაგრამ როგორც ვთქვი,ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იქვე ურნასთან გამოჩნდა რაღაც ავტომანქანა, მერსედესის მარკის. თუმცა ნომერი ჯერ არ დადგენილა", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)