|
2026-03-11 11:13:30, 3171 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიაში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, პოლიცია ვარაუდობს, რომ ცეცხლი განძრახ გააჩინეს
სამშაბათს, 10 მარტს, საღამოს, შვეიცარიის ქალაქ კერცერსში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ შვეიცარიული გაზეთი „24 Heures“ იტყობინება. პოლიციის ცნობით, ავტობუსს ფრიბურგის კანტონში, კერცერსში, გზაზე ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსში მყოფი მგზავრების საერთო რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გამვლელების თვალწინ მთლიანად დაიწვა. სამართალდამცავი ორგანოები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. პოლიციის ცნობით, ის შესაძლოა განზრახ იყო გაჩენილი. გამომძიებლები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა საწვავი საკუთარ თავს გადაასხა. „ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს ელემენტები, რომლებიც ავტობუსში მყოფი პირის განზრახ ქმედებაზე მიუთითებს“, - განაცხადა ფრიბურგის პოლიციის წარმომადგენელმა ფრედერიკ პაპომ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოთხი მგზავრი დაშავდა, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. სამაშველო ოპერაციის დროს ასევე დაშავდა მედიკოსი. პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში ტრაგიკული ხანძარი მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში ბარში მომხდარი ფატალური ხანძრის გამოძიების ფარგლებში ცოტა ხნის წინ კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი გამოჩნდა, მათ შორის ქალაქის მერი, ნიკოლას ფერო და ადგილობრივი ჩინოვნიკები. როგორც ცნობილია, ერთადერთი დაკავებული პირის - თანამფლობელის, ჟაკ მორეტის - გათავისუფლებამ იტალიამ კონსულტაციებისთვის ელჩი გამოიძახა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)