|
2026-03-06 13:05:31, 10554 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის
„ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მარტა კოსის განცხადებას. მისივე თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე. „ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო. ვიღაცები ქმნდიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავთ, ევორკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)