|
2026-02-25 14:26:17, 5461 ნახვა
ეკონომიკა
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით - თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
თიბისი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წარმოგიდგენთ ინოვაციურ კამპანიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ყოველდღიური აქტივობა რეალურ ინვესტიციად აქციოთ. კონკურსის ფარგლებში გაქვთ შანსი, გლობალური კოპანიის - The Coca-Cola Company - 1000 დოლარამდე აქციიების მფლობელი გახდეთ. წესები მარტივია: გამარჯვებულია ის, ვინც Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს და ლიდერბორდის ტოპ ხუთეულში მოხვდება. აქციები საჩუქრის სახით თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე დაირიცხება. თიბისისა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” 12-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი პროექტი აქვთ ერთობლივად განხორციელებული. ახალი ინიციატივის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა და ხელმისაწვდომობა ალტერნატიულ საინვესტიციო პროდუქტებზე; ასევე, მეტ ადამიანს მისცეს მოტივაცია, დაიწყოს ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, 1 დოლარიდან. ლიდერბორდში მონაწილეობის მისაღებად, თიბისი მობაილბანკის საინვესტიციო ანგარიში და Coca-Cola Rewards Georgia აპლიკაცია დაგჭირდებათ: Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში უნდა შეიყვანოთ კოკა-კოლას თავსახურზე მოთავსებული კოდი; შემდეგ კი, შეძლებთ, გაააქტიუროთ სიარულის რეჟიმი და გაიაროთ, რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი. გათამაშება 16 თებერვლიდან 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და სულ 20 გამარჯვებულს გამოავლენს. ორ კვირაში ერთხელ, ტოპ 5 კონკურსანტი მიიღებს კოკა-კოლას აქციებს, 200-დან 1000 დოლარამდე. თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნა 1 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, გახდეთ აშშ-ის ბირჟაზე წამყვანი კომპანიების აქციების მფლობელი და დააგროვოთ ინვესტიცია. თუ ჯერ არ გაქვთ საინვესტიციო ანგარიში, გახსენით: https://app.tbcbank.ge/YiId/rhkvpcsa თამაშის წესებს დეტალურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)