|
2026-02-25 13:51:09, 5422 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთის Top|Card 2 წლისაა
ლიბერთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფინანსური პროდუქტი — Top|Card 2 წლის გახდა. ამ პერიოდში ბარათი ათასობით მომხმარებლისთვის შეუცვლელ ფინანსურ ინსტრუმენტად იქცა, რომელმაც როგორც ყოველდღიური, ისე მსხვილი შენაძენებისას ხელმისაწვდომი, მარტივი და კომფორტული გადახდის გამოცდილება შექმნა. Top|Card მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა: მან ერთ პროდუქტში გააერთიანა მოქნილი გადახდები, განვადება და საკრედიტო ლიმიტი. ბაზარზე გამოჩენისთანავე ბარათმა მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც ორი წლის განმავლობაში მფლობელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით პარტნიორი ობიექტების ქსელიც გაფართოვდა. მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ 0%-იანი გადანაწილების შეთავაზებებით, რაც მათ ხარჯების მოქნილად დაგეგმვაში ეხმარება. დღეს Top|Card თანაბარი წარმატებით გამოიყენება როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ონლაინ შოპინგისთვის. მისი მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი და თანხის სასურველ პერიოდზე გადანაწილების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, ბარათის მფლობელები სპეციალური აქციების ფარგლებში მაღალი ქეშბექითაც სარგებლობენ. ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის, Studio Liberty-ის წევრებისთვის, ექსკლუზიურად შეიქმნა Top|Card Black Edition. გაუმჯობესებულ ქეშბექთან ერთად, ბარათი მფლობელებს დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს სთავაზობს: • წვდომა 1,200-ზე მეტ აეროპორტის ლაუნჯზე; • Fast Track სერვისი; • საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა; • კონსიერჟის მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში — ყოველგვარი სავალდებულო ბრუნვის მოთხოვნის გარეშე. Top|Card-ის აღება შესაძლებელია ლიბერთის ფილიალებში, პარტნიორ ობიექტებში განთავსებულ გაყიდვების წერტილებში ან დისტანციურად, ონლაინ განაცხადის შევსებით.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)