|
2026-02-25 13:12:07, 1822 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი სოვნდალი: ოცნებამ სახე რუსეთისკენ იცვალა
საქართველოში „ძირითადი დემოკრატიული ნორმების სისტემატური დარღვევა“ მიმდინარეობს და მმართველმა ძალამ ქვეყნის კურსი „რუსეთისკენ შეცვალა“. ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარმა ვილი სოვნდალმა ისაუბრა. მისი შეფასებით, მოსახლეობა დემოკრატიული უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებს, თუმცა ევროკავშირისკენ გზის გაგრძელება მოქმედი მთავრობის პირობებში შეუძლებელია. "რასაც საქართველოში ვხედავთ, სისტემატური დარღვევაა ყველა ძირითადი დემოკრატიული კანონისა. „ქართულმა ოცნებამ“ სახე აღმოსავლეთისკენ, რუსეთისკენ იცვალა. ჩვენ ვხედავთ მამაც მოსახლეობას, რომელიც აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიული უფლებებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა მხარი დავუჭიროთ ამ მამაც, ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მიუხედავად პოლიციის ცემისა და ციხეში ჩასმისა, აგრძელებენ ბრძოლას. გზა ევროკავშირისკენ ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია გაგრძელდეს, - განაცხადა ევროდეპუტატმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)