|
2026-02-25 11:51:26, 1022 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ მედიას
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ 105 წლის წინ საქართველოზე თავდასხმასა და ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოსტვის სანქცირებას შორის პარალელს ავლებს. "105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს, 105 წლისთავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მე მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელწმიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხვა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი, აღარ ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც მათ ჰქონდათ ამ განმარტებაში, აბსოლუტური სისულელე, როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო, დიახაც კორუმპირებული კიარა ზეკორუმპირებულია არის, ნახეთ მე მგონი, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული. რაც შეეხება მიზეზებს, აბსოლუტურად არ ანაღვლებს ბრიტანეთს დეზინფორმაცია, გეტყვით რატომ, ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, ფორმულას პატრონი და ხაზარაძე ტვ პირველის პატრონი და დამფინანსებელი, ორი ყველაზე პროპაგანდისტულ-დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მფლობელები უზის თავისთან. მეორე, სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებიდან არათუ პროპაგანდის, თუ დეზინფორმაციის, პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა, პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდოდა დაეფინანსებინა და ვერ შეძლო. დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული ტაბულა. ამიტომ, რა თქმა უნდა, დაივიწყეთ არანაირი ღირებულებები არ არსებობს, დაგვანახა უკვე თანამედროვე სამყარომ. ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების ის სახე, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან, 12 000 კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის", - ამბობს ის.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)