14:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-21 16:38:49, 782 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატის თქმით, კულასა და ბატონოს დამფუძნებელ ივანე გოგლიძე დანაშაულს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა "კულას" და "ბატონოს" დირექტორს, ივანე გოგლიძეს, რომელმაც საგამოძიებოს ინფორმაციით, თავდაცვისა და შს სამინისტროებს თანამშრომელთა კვებისთვის სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვები მიაწოდა. 

ბიზნესმენის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატ კახი წერეთელის განცხადებით, გოგლიძე დანაშაულს არ აღიარებს. 

"სასამართლოს ვრცელი დასაბუთება ვერ მოვისმინეთ. რამდენიმე წინადადება მოვისმინეთ, რომ ის რისკები, რაც ბრალდების მხარემ განაცხადა, ლოგიკურია და ამიტომ შეუფარდა პატიმრობა. (...) არ აღიარებს დანაშაულს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოება, ეს არის განზრახი დანაშაული და თავად ბრალდების ფაბულაშიც კი არ არის მითითებული, უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობა." - თქვა მან.  

20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics