|
2026-02-20 19:56:22, 738 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უკანონოდ ცნო. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში. გადაწყვეტილებაზე მოსაზრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა დაწერა და სასამართლომ 6-3-ზე ხმით დაადგინა, რომ ტარიფები კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას აღემატებოდა, თუმცა სასამართლოს არ განუცხადებია, რა ბედი ელის უკვე ამოღებულ 130 მილიარდ დოლარზე მეტ ოდენობის ტარიფებს. ამერიკული მედიის შეფასებით, "ეს არის თეთრი სახლისთვის შთამბეჭდავი მარცხი იმ საკითხში, რომელიც პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკური დღის წესრიგის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა". აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-დან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. დონალდ ტრამპის სამიზნეები გახდნენ როგორც მოკავშირეები, ასევე კონკურენტები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ევროკავშირი და ჩინეთი, რომლის მიმართაც, 5 აპრილიდან 34%-იანი ტარიფი ამოქმედდა. აშშ-ის პრეზიდენტს უნივერსალური 10%-იანი ტარიფი დაწესებული ჰქონდა იმპორტზე ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სომხეთისთვისა და აზერბაიჯანისთვის. სიაში არ იყო რუსეთი. ასევე, ახალი ტარიფები არ ეხებოდა კანადასა და მექსიკას.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)