16:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 17:23:20, 698 ნახვა

პოლიტიკა
შსს-სა და თავდაცვისთვის უვარგისი კონსერვების მიწოდებისთვის, სავარაუდოდ, კულას დამფუძნებელი დააკავეს

ფინსანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკვა. გოგლიძე კომპანია "კულას" დამფუძნებელი და მისი დირექტორია. "კულას" გარდა ის ასევე არის შპს "ბატონოს" დირექტორი.

გამოძიების ვერსიით, შპს "ბატონომ" თავდაცვისა და შს სამინისტროებს თანამშრომელთა კვებისთვის სიცოცხლისთვის საშიში თევზის კონსერვები მიაწოდა.

"ბრალდებულმა 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას. თევზის კონსერვები განკუთვნილი იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის" - ნათქვამია საგამოძიებოს განცხადებაში.

შპს ბატონოს 100%-ანი წილის მფლობელი ლეილა ლონდარიძეა, ის ასევე ფლობს "გორის საკონსერვო ქარხანა - კულას" 100%-იან წილს. ორივე კომპანიის დირექტორი ივანე გოგლიძეა.

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებულ ივანე გოგლიძეს საგამოძიებო სსკ-ის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილს ედავება, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics