|
2026-02-17 19:51:40, 701 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: განვიხილეთ საქართველოს გაზმომარაგება, დეტალური ინფორმაცია მივეცით
ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი. მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს "ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია" მიაწოდეს. "ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში, ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით, შესაბამისად, ამას რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, რამდენად ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, ყველა ეს საკითხი აქტიურად განგვეხილა. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის, მომავალში როგორ მოხდეს საქართველოში სტაბილურად გაზმომარაგება - ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს, ანუ, გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელებაა და გადახედვა საჭირო. ეს საკითხებიც განვიხილეთ", - თქვა ლევან დავითაშვილმა. სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. სუს-მა განმარტა, რომ ისინი გამოიკითხნენ - "სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით".
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)