|
2026-02-13 12:18:18, 697 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, კვლავ გავასაჩივრებთ მათ პოზიციას
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ BBC-სგან, რომელსაც საჩივრით მიმართეს, პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ არ გაავრცელეს ეს ინფორმაცია იქამდე, ვიდრე ფორმულამ. პაპუაშვილი ამბობს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა საპასუხო მიმართვაზე და BBC-ის პოზიციას კვლავ გაასაჩივრებენ. ის ამტკიცებს, რომ BBC-სგან "დიდი იმედი არც ჰქონდათ". "რამდენიმე დღის წინ მივიღეთ BBC-ის პასუხი. რა თქმა უნდა, მათ წინასწარვე ჰქონდათ თავისი პოზიცია გამჟღავნებული, რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ საკუთარი ჟურნალისტების საქმიანობას და ამ პასუხშიც იგივე პოზიციაა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მივყვებით ამ პროცედურებს, იურისტები მუშაობენ უკვე საპასუხო მიმართვაზე, რომელიც ბრიტანეთის კანონმდებლობიდან გამომდინარე, კვლავ BBC-ში უნდა გავასაჩივროთ, მათი პოზიცია, შიდა რეგულაციის მეორე დონეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, BBC-სგან დიდი იმედი არ გვქონდა, რომ როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას მხარს უჭერ და აქვეყნებ, რომ შემდეგ საკუთარ თავს დააბრალებდნენ რამეს, თუმცა ჩვენ აუცილებლად მივყვებით ყველა პროცედურას, რომელიც, საბოლოო ჯამში, გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც რომელიმე უცხოური სახელმწიფო, ორგანიზაცია შეეჭიდა საქართველოს, ყველგან დამარცხდა, ასე რომ, აქაც ნახავთ მწარე მარცხს მათი მხრიდან", - ამბობს ის. BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივრით მიმართა, ფორმულასთან ამბობს, რომ მოსარჩელეს კითხვებზე პასუხი უკვე გასცა. საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ფორმულასთან BBC-ის სპიკერმა თქვა: "საჩივრების განხილვის დადგენილი პროცესის შესაბამისად, ვადასტურებთ, რომ მოსარჩელეს მათ კითხვებზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ".
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)