|
2016-03-29 21:50:30, 1147 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვინცია ჭეძიანის ქ. ჭუძიში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით აფციაურმა. ქართული მხარე ასევე ეწვია ქ. იუში გასულ წელს გახსნილ ქართული ღვინის სახლსაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა ქ. იუს უწოდა „ახალი აბრეშუმის გზის" ახალი სათავე. ქ. იუში შედგა შეხვედრა ქალაქის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთან და ვიცე-მერთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და აღნიშნულ ქალაქს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქ. იუ, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური და სავაჭრო ცენტრია, წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, რაც ქართული და ჩინური სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანიების პროდუქტიული კოოპერირების შედეგია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მაქსიმალურად მოხდება ქართული კომპანიების ხელშეწყობა ბიზნეს საქმიანობის წარმართვაში. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ქ. იუს მსხვილ საგამოფენო ცენტრში მუდმივი ფართობის გამოყოფის საკითხი საქართველოს საექსპოზიციო ჩვენებებისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ჩინეთის ბაზარზე, რაც ასევე გამოიხატა საქართველოდან ჩინეთში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის მკვეთრ ზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ღვინის რეალიზაცია საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხორციელდება ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, ჩინელი პარტნიორების შეფასებით რეალურია, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში კიდევ რამდენიმე ახალი ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნას.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)