|
2016-03-29 19:16:27, 450 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს არც ერთი მოქალაქე ISIS-ში არ წასულა
ბოლო პერიოდში საქართველოში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" წასულიყო, - ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის სტრუქტურა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და ქვეყნის უსაფრთხოება ყველა მოქალაქეზე აისახება. "ქვეყნის უსაფრთხოება თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება. ამ სამსახურის ეფექტურმა საქმიანობამ ეს პოზიტიური შედეგები მოიტანა. ბოლო პერიოდში საქართველოში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე წასულიყო "ისლამურ სახელმწიფოში", რაც ამ ეფექტური საქმიანობის შედეგია", - განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)