|
2026-02-03 14:16:02, 5597 ნახვა
კომენტარი
კირცხალია: არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი - ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. შესაბამისად, ჩამობრძანდნენ ეუთო-ს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ", - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, შვედეთმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი იყო იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში, თითქოსდა ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესახებ, „მოსკოვის რუსული მექანიზმის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. „შვედეთმა ამ მექანიზმის ინიციატორობა არ იკმარა და როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შვედეთის Moderate Youth Party-მ წლევანდელი თავისუფლების პრიზი საქართველოში მყოფ ყველა დემონსტრანტს გადასცა. გარემოება, რომ პრიზი გადაეცით ყველა დემონსტრანტს, მათ შორის მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და რაც მთავარია, ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში და არამეგობრული აქტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ დროს თუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას. ასევე აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)