17:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 10:34:26, 422 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ყველა პროევროპული პარტია, მიესალმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას

„ყველა პროევროპული პარტია მიესალმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიის ვიზიტთან დაკავშირებით  განაცხადა.

ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ პარტიათა წარმომადგენლები, რომლებთანაც შეხვედრა გაიმართება, მკაფიოდ დაადასტურებენ, რომ საქართველო მზად არის მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.

ყველა პროევროპული პარტია, მიესალმება ვიზალიბერალიზაციის დროულად ამოქმედებას საქართველოსთვის და ამ მნიშვნელობაზე გაამახვილებენ ყურადღებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დღეს საქართველოში ჩამოდის. ჟოზეფ დოლის თბილისში საღამოს ელოდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics