|
2015-02-18 14:24:41, 2265 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქვეითთა მომზადების ცენტრის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც გენერალი იოჰანეს ჰაგემანი ხელმძღვანელობს. შეხვედრის დასაწყისში ქართულმა მხარემ გერმანელ გენერალს საქართველოს სერჟანტთა მომზადების ცენტრისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. გერმანელ სტუმრებთან საუბრის ერთ-ერთი თემა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ქვეითთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, გენერალმა იოჰანეს ჰაგემანმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. „მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურასაც გავეცანი. მინდა მოგილოცოთ ის პროგრესი, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწია. ვიზიტის ფარგლებში კოჯორში ვიმყოფებოდი, სადაც სერჟანტთა მომზადების ცენტრი მოვინახულე და მიმდინარე სწავლებებს დავესწარი. ასევე, გავეცანი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შესაძლებლობებს. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა სასწავლო დაწესებულებებმა. მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალები ერთამენთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ეს ურთიერთობა არა მხოლოდ ავღანეთში მოქმედებათა თეატრში ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით გამოიხატება, არამედ მშვიდობიანობის დროს წვრთნებსა და სწავლებებშიც. ვიმედოვნებ, ჩვენს უწყებებს, ჩვენ შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გენერალმა იოჰანეს ჰაგემანმა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ქვეითთა მომზადების ცენტრის წარმომადგენლებმა უკვე შეხვდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლევან ღირსიაშვილს და გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას. გერმანელი სტუმრები ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლასაც ეწვივნენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)