|
2026-01-12 14:50:56, 771 ნახვა
მსოფლიო
HRANA: ირანში მოკლული დემონსტრანტების რაოდენობა 500-ს აჭარბებს
ირანში, სადაც უკვე მე-16 დღეა მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. აშშ-ში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ Human Rights Activists News Agency (HRANA) ბოლო განახლებაში განაცხადა, რომ ამ დროისთვის, სულ მცირე, 544 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. ორგანიზაციის თანახმად, ათობით მოკლულის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. HRANA-ს მონაცემებით, რეჟიმმა საპროტესტო აქციებზე 10 681-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. უკვე მე-16 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება. საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა. ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი - გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს სტარლინკის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ ვარიანტებს განიხილავს. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმი, როგორც ჩანს წითელი ხაზების გადაკვეთას იწყებს და აღნიშნა, რომ ვითარებას აშშ ძალიან სერიოზულად განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, დასძინა, რომ განიხილავს ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტსაც, მათ შორის, შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ საუბარს გეგმავს, რადგან, ირანის რეჟიმმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საკომუნიკაციო საშუალებები გათიშა. ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ. "გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს", - თქვა მან.
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)