16:18 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-03 17:32:31, 826 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსი მადუროს დაკავებას გმობს

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიას და მას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს - ამის შესახებ სამთავრობო მედია BelTA საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს

 „ბელარუსის მხარე გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ვენესუელას ლეგიტიმური მთავრობის მიმართ და უერთდება გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის მოწოდებას, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. კარაკასში ბელარუსის დიპლომატიური მისია ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და მისი პერსონალი უსაფრთხოდ არის. ბელარუსის რესპუბლიკა ხაზს უსვამს ვენესუელელი ხალხის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ეს ხელშეუხებელია. გარე ჩარევის არცერთი ფორმა, განსაკუთრებით ძალის გამოყენება, არ შეიძლება იყოს გამართლებული“ | ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება რამდენიმე დღის წინ გასცა. დღეს, 3 იანვარს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე დარტყმები განხორციელდა. ვენესუელამ აშშ „სამხედრო აგრესიაში“ დაადანაშაულა, პრეზიდენტმა მადურომ კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მადურო და მისი მეუღლე დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics