16:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 15:49:00, 4900 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი: ბირთვული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემა Орешник საბრძოლო მდგომარეობაში შევიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ბირთვული შესაძლებლობების მქონე სარაკეტო სისტემა Орешник აქტიურ საბრძოლო მდგომარეობაში შევიდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ბირთვული შესაძლებლობების მქონე ჰიპერბგერითი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები ბელარუსში განლაგდა, სადაც რუსულმა ჯარებმა ამის აღსანიშნავად მოკლე ცერემონია გამართეს.

"წინასწარ შეიქმნა ყველა საჭირო პირობა საბრძოლო მორიგეობისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების განთავსებისთვის". - წერს სამინისტრო.

სამინისტრომ არ დააკონკრეტა თუ რამდენი რაკეტა იქნა განლაგებული და არც გაავრცელა არც სხვა დეტალები.

გამოცემა Reuters ამერიკელ მკვლევარებზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტები, სავარაუდოდ, კრიჩევთან ახლოს ყოფილ ავიაბაზაზე განალაგეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics