13:19 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 11:08:38, 403 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს 2016 წლის 27 მარტს პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე განხორციელებულ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომელსაც 70-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ტრაგედიის მასშტაბით და ტერორისტთა მხრიდან ჩადენილი ბარბაროსობით, რაც წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს  ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  უსამძიმრებს პაკისტანის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინამ თათარსტანსა და სამარის რეგიონში მსხვილ ნავთობქიმიურ ქარხნებს შეუტია
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
კობახიძე: ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics