17:12 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 16:05:00, 12527 ნახვა

საზოგადოება
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

თიბისის დეკემბრის მარათონს პირველი კვირის გამარჯვებული ჰყავს. თამარ ფოლადიშვილი ამბობს, რომ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა; მარათონში მონაწილეობამ კი, ბევრი ახალი მეგობარი შესძინა და ძველ მეგობრებთანაც აღადგინა კავშირი.

თამარ ფოლადიშვილი: „თიბისის სიახლეებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი მარათონის შესახებ. მივხვდი, რომ წარმატების მთავარი გასაღები მეგობრების მოწვევა და თამაშში მათი ჩართვა იქნებოდა. პირველი, სწორედ, ეს გავაკეთე - აბსოლუტურად ყველას შევატყობინე ამის შესახებ. თუმცა, მარტივი ნამდვილად არაა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თიბისის ბარათი და მობაილბანკი არ აქვს.“

თამარმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა - შეეხმიანა და მოიწვია ყველა - მეგობრები, მათი მეგობრები და მეგობრების მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი მეგობრები და ასე უსასრულოდ. ფაქტია, რომ მისმა შეუპოვრობამ და სტრატეგიამ სრულად გაამართლა. პირველი კვირის ბოლოს, გამარჯვებულის სტატუსითა და 10 000-ლარიანი პრიზით, თამარმა ყველა გაცემული ენერგიისა და ემოციის უკან დაბრუნება შეძლო.

თამარ ფოლადიშვილი: „ჩემი რჩევა იქნება, რომ მარათონის მონაწილეებმა პროცესით სიამოვნება მიიღონ და ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, რადგან, სწორედ, ესაა თამაშის მთავარი სტრატეგია. მე კი, ვაგრძელებ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის.“

ჯიუტად მიზნისკენ და მთავარია გჯეროდეს - შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში, გახდი მარათონელი და წინ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდება. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics