|
2025-12-09 13:08:34, 765 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილის მტკიცებით, ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ გამკაცრებული ცვლილებები, კერძოდ, პროტესტის ტროტუარებზეც შეზღუდვა - "სრულად არის შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან". ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები ფეხით მოსიარულეებს "ხელს შეუშლიან - რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს [აქციის მონაწილეებს]". "ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში კონსტიტუციურ და ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან. შესაბამისად, რაიმე წუნი სამართლებრივი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტს მთლიანად - ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის ავტოსაგზაო, მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით, იგივე შეეხება მოქალაქეებისთვის შეფერხების არ შექმნას. [...] იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის, შეაფერხებს შესაძლებლობას მოქალაქეების გადაადგილებისა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვა გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია - თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანების და გზა არ უნდა იკეტებოდეს და ამაზე კარგია, რომ შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება და ვხედავთ, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც აქციაში არიან ჩართულები ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და არის სრული გაგება - იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც, იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა შეფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება", - ამბობს ის. ქართული ოცნება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგი ცვლილებები შეაქვს, რისი მიხედვითაც პროტესტის გამართვა უკვე ტროტუარებზეც იზღუდება. კანონის პროექტის მიხედვით, სავალდებულო იქნება სახელმწიფო ორგანოს წინასწარი გაფრთხილება, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება.
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)