15:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 16:18:31, 829 ნახვა

პოლიტიკა
სანქცირებულმა ხარებამ, რომელიც აქციებზე მოძალადე სპეცრაზმელებს მწვანე შუქს უნთებდა, ტაძრის შენება დააფინანსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, „სპეცრაზმის“) ყოფილმა უფროსმა, მშვიდობიანი აქციების ჩახშობის საფუძვლით აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ზვიად („ხარება“) ხარაზიშვილმა შიდა ქართლში ტაძრის მშენებლობა დააფინანსა. მისი თქმით, ტაძარი 7 წელი შენდებოდა.

ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ამავე ტაძარში კვირას, 7 დეკემბერს, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ამბიონიდან ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ხარაზიშვილს „ტაძრის აშენებისთვის“.

საუბარია სოფელ საღოლაშენის წმ. ეკატერინეს ტაძარზე. მიტროპოლიტმა იობმა „ხარებასთან“ ერთად დაასახელა ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი, როგორც „ქტიტორი“, ანუ საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი.

„მადლობა ქტიტორებს, ბატონ ზვიად ხარაზიშვილს და ბატონ სლავა შერაზადიშვილს, რომლებმაც ეს დიდებული ტაძარი ასე გაამშვენეს, ააშენეს… ღმერთმა შეუწიროს ბატონ ზვიადს, ბატონ სლავას მისი საქმე“, - თქვა მღვდელმთავარმა

წირვას ზვიად ხარაზიშვილთან ერთად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics