17:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 12:11:01, 1566 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: BBC, რომელსაც თავის დროზე მაღალი რეპუტაცია ჰქონდა, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო ფილმს "ტყუილ ინფორმაციას" უწოდებს და ტელევიზიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ის ამტკიცებს, რომ "თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია - BBC-ში სტანდარტების დონე ძალიან დაბლაა დასული".

"სამწუხაროდ, BBC, რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს, უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, თუმცა წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ BBC-ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, BBC - საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორითაც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით - მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, რაც არის სამწუხარო და დასანანი.

ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში - როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა, დანარჩენზე არც ღირს კომენტარის გაკეთება", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics