|
2025-12-02 11:47:34, 1439 ნახვა
პოლიტიკა
BBC-ის საგამოძიებო ფილმში მონაწილე კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. ის წერს, რომ გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოითხოვა. BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. სტატიაში მოყვანილია პროტესტის მონაწილეების კომენტარები, რომლებიც პროევროპული აქციების დარბევისას, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანით დარბევის შემდეგ სხვადასხვა სიმპტომებზე მიუთითებდნენ - ქოშინზე, ხველაზე, ღებინებაზე, რომელბიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა. BBC-ის თანახმად, მათმა სამსახურმა ისაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებთან, საქართველოს საპოლიციო სპეცრაზმის ინფორმატორებთან და ექიმებთან და აღმოაჩინა, რომ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს ნივთიერების გამოყენებაზე, რომელსაც ფრანგული სამხედრო უწყება "კამიტეს" უწოდებდა - ეს ნივთიერება ბრომობენზილ ციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს. სტატიაში საუბარია კონსტანტინე ჩახუნაშვილზე, ექიმზე, პედიატრზე, რომელიც გასული წლის პროტესტის დროს ერთ-ერთი იყო, რომლებსაც პოლიციის მხრიდან გაშვებული ნივთიერება თვალებში მოხვდა. BBC წერს იმაზე, თუ რა სიმპტომები აღენიშნებოდა მას ამის შემდეგ და მის მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე, რომლითაც კონსტანტინე ჩახუნაშვილს სურდა, რომ გაერკვია, ჰქონდა თუ არა ვინმეს მსგავსი სიმპტომები. გამოცემა ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოკვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ შედეგებით დადასტურდა ადგილობრივი ჟურნალისტებს, ექიმებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მანამდე ნათქვამი - წყლის ჭავლი ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა. BBC აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა, დაესახელებინათ, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ის მათ წინააღმდეგ "ცრუ ბრალდებებს" შეიცავს. პარტია აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული "მძიმე და დაუდასტურებელი ბრალდებების" გამო, საერთაშორისო სასამართლოში სამართლებერივ დავას იწყებს. მოგვიანებით, BBC-ის მიერ გავრცელებულ სტატიაზე სუს-მა გამოძიება დაიწყო.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)