17:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 10:37:55, 1238 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის მინისტრი: კვლავ გვაშფოთებს დემოკრატიული უკუსვლა, პროტესტის პოლიციური კონტროლი

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ჯენიფერ ჩაპმანი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით.

ასე უპასუხა მან ორი კვირის წინ ლორთა პალატის წევრის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა კეთდებოდა საქართველოში კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.

ის ამბობს, რომ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა სტივენ დოუთმა, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრებზე განიხილა - აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების შესახებ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

პასუხში ჯენიფერ ჩაპმანი მაკა ბოჭორიშვილსა და მის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილს - ქართული ოცნების საგარეო მინისტრად და მოადგილედ მოიხსენიებს.

"ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით. ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეს საკითხები პირდაპირ დააყენა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან 16 ოქტომბერს, ასევე, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზურაბიშვილთან 21 ოქტომბერს [შეხვედრაზე]. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო-სა და ევროსაბჭოს მანდატის ფარგლებში ღონისძიებების გამოყენებას, რათა საქართველოზე მოხდეს ზეწოლა, დაიცვას დემოკრატიული ნორმები", - ამბობს ის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics