17:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-29 20:47:22, 2071 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე კლინიკაში გადაიყვანეს

პარლამენტთან მოშიმშილე დავით ჭელიძე კლინიკაში გადაიყვანეს. საკანონმდებლო ორგანოსთან მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აქციის მონაწილე "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" წაიყვანეს. 

33-ე დღეა, რაც დავით ჭელიძე და სხვა მოქალაქეები პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავენ.

გედევან ფოფხაძე მოუწოდებს ყველას, ვინც შიმშილობის აქციაზე დარდობს, მოშიმშილეები თბილი ნივთებით უზრუნველყონ.

„მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ. ბევრი მოვიდა და გულმხურვალე მხარდაჭერა გამოგვიხატა, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, ეს პროტესტი ჩვენი არჩეული არ არის, ეს ივანიშვილის მიერ არჩეული პროტესტია, რომელმაც ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანა და საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებითა და სინდისის პატიმრებით გადაავსო. ამიტომ ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ პროტესტის ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს, რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, იყოს 24-საათიანი პროტესტი. ყველას, ვინც ჩვენზე დარდობს, მოვუწოდებ, თბილი ნივთებით, ლეიბებით, საბნებითა და იმ ყველაფერი დაგვეხმაროს, რაც საჭიროა, რომ დეკემბრის ყინვები გადავიტანოთ. შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს კი ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics