|
2025-11-29 20:29:47, 1964 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილის ადვოკატი: მისთვის ეს ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ იგი "სასტიკად არის ნაცემი." ადვოკატის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობა პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა. მან განმარტა, რომ მანდატურებმა ელისაშვილს დაზიანებები მას შემდეგ მიაყენეს, რაც მას ბორკილები ედო და დაამატა, რომ ოპოზიციონერს იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია. "დაკავებიდან 10 საათის შემდეგ მომეცა ალეკო ელისაშვილთან შეხვედრის საშუალება, დიღმის იზოლატორში. სახეზე აღენიშნება მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. გადმოგცემთ ალეკოს სათქმელს, მისთვის ეს ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იყო, პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ — „ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლოს!“ ეს სიტყვები გადმომცა ერთადერთი ნანობს იმას, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა. მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აირჩია შაბათი დღე, დილის საათები, რომ არავინ დაზიანებულიყო. სურდა საზოგადოებისთვის ენახებინა, რამდენ ადამიანს ასამართლებს უკანონოდ ეს სასამართლო და როგორ იყენებს მას ხელისუფლება დიქტატურის დასამყარებლად. დაზიანება მიაყენეს მანდატურის თანამშრომლებმა, მას შემდეგ, რაც მას ბორკილები ედო და არ წარმოადგენდა საფრთხეს. რეალურად მას იარაღი ედო კაბურაში და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. ეს ამოუვარდა მას შემდეგ რაც დააკავეს, ჯაჯგურის დროს. მოქმედებდა მარტო და გააზრებული ჰქონდა პროტესტის ეს ფორმა. ქმედებას, რომ მართლა შევიდა სასამართლოში - აღიარებს. ცემას და იარაღის მუქარით შესვლას არ აღიარებს“ — განაცხადა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. უწყების კადრებში ჩანს, რომ ის ნაცემია. მათი ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)