|
2025-11-25 12:20:36, 843 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი რუტეს განცხადებაზე: 17 წელია ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ, ბურთი NATO-ს ტერიტორიაზეა!
ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, - ამის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან „2008 წლიდან მოყოლებული, წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ“. „თუ მიამიტობაზეა საუბარი, ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. მგონი, კარგად ხედავს ქართველი ხალხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს, რომ თქვეს, კარი ღია არისო, გავიდა 17 წელი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა. გააკეთა როგორც ინსტიტუციურად, ისე სამხედრო მხრივ დაახლოების თვალსაზრისით, პირდაპირ ომებში შესვლით და ბრძოლით ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ. ბატონი რუტე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და პრემიერიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი, არათუ სურვილია გამოთქმული, კონსტიტუციაშია ჩაწერილი ეს საკითხი. ვხედავთ, რომ ვიღაცას აწყობს საქართველო იქნება, უკრაინა თუ სხვა ქვეყანა, ლიმბოში ჰყავდეს, არც იქით და არც აქეთ, შუაში გაჭედილი, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს. ვხედავთ, მათ შორის, უკრაინის მაგალითზე, ნატოს გარშემო რა დისკუსიები იყო. როდესაც ომი იწყებოდა, გამოვიდა ზელენსკი და თქვა, გაგვაგებინეთ, გვიღებთ ნატოში თუ არა. როგორც თავსებადობის, ინსტიტუციურად, ყველა საკითხში ნატოს წევრი ქვეყნების 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრებით. მიამიტი ქართველი ხალხი, მიამიტი აღარ არის. ნატო ჩამოყალიბდეს რა უნდა, საქმეც ის არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდა. ვხედავთ, მათ შორის, ნახევრად ოფიციალურად გახდა ცნობილი, ევროკავშირის ვითომდა კონტრშეთავაზება 24 პუნქტიანი, სადაც იგივე საკითხი იყო, კონსენსუსი ნატოსგან, მაგრამ არსად არ იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში წევრობაზე, მაშინ როდესაც სიტყვით თითქოს ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული. წლიდან წლამდე ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, კვლავ გაუგებრობაში აყენებენ საქართველოს. უკრაინასთან დაკავშირებით ხომ გესმის განცხადებები, უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. 3 წელია იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდე ნატოს წევრი. მიამიტი არც ქართველი და უკრაინელი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში რომ გყავს ერები, მიუღებელია. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს ლამაზი სიტყვები:“ღია კართან გეპატიჟებით“, „გელით“... არანაირი „ღია კარი“ და „მიპატიჟება“ არ უნდა, უნდა გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)