2016-03-25 14:35:35, 473 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროკაშირის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში ევროკავშირის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინა ხიდაშელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს 22 მარტს, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა მიუსამძიმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა იმავე დღეს გამოხატა თავისი პოზიცია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომისა და ბრძოლის თაობაზე, რომელსაც თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით 22 მარტს, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, 270 კი დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან