|
2025-11-13 21:43:34, 1010 ნახვა
პოლიტიკა
ვუერთდებით 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას – სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშნებელბის განცხადებით, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას უერთდებიან. მათი განცხადებით, აგრძელებენ ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და ხალხისთვის ძალაუფლების დასაბრუნებლად. პარტია ასევე ეხმაურება გიორგი ვაშაძისთვის ახალი ბრალდების წარდგენას, მათი განცხადებით, რეჟიმი ამ გზით გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას ცდილობს, "ქართველი ხალხის ერთ წლიანმა მტკიცე და გაბედულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრციის გზა ჩახერგოს, მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ზურგი აქციოს დასავლეთს. სტრატეგია აღმაშენებელი ისევე როგორც მთელი საქართველო დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა ვერ შეაჩერა ვერც ლიდერების უსამართლოდ დატყვევებამ, ვერც შეთითხნილი ბრალდებით ხანგრძლივი ციხის მუქარამ. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აბსურდული ბრალდებით მრავალწლიანი პატიმრობის მუხლით ცდილობს ივანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას. ასევე რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრობაშია ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი,პაატა მანჯგალაძე მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველოს გამარჯვებამდე. პარტია სტრატეგია აღმაშენებელი აგრძელებს ბრძოლას ქვეყაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი უერთდება 28 ნოემბრის პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე."- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)