|
2016-03-25 13:17:35, 1250 ნახვა
მსოფლიო
ფრანგულმა პოლიციამ კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა
ფრანგულმა პოლიციამ პარიზის მახლობლად ქალაქ არჟანტეში კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთა, - ამის შესახებ ფრანგული მედია შინაგან საქმეთა მინისტრზე ბერნარ კაზნევზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, შენობიდან, რომელშიც ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს, ყველა ადამიანი ევაკუირებულია. "ტერაქტის მცდელობა ჩვენი სამართალდამცველების მიერ აღიკვეთა. ქალაქ არჟანტეში ამ დრომდე სპეცოპერაცია და სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობა უკვე ავაკუირებულია", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, ტერაქტის აღკვეთა გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა. მინისტრის თქმით, ჯერ უცნობია იყო თუ არა აღკვეთილი ტერაქტი პარიზში და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის გაგრძელება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)