|
2025-11-11 09:11:34, 583 ნახვა
პოლიტიკა
მზია ამაღლობელი ვენაში პოლ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს
10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პოლ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი . აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით. მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ. პოლ ვაიზის ჯილდო დაარსდა რამდენიმე წელის წინ, ავსტრიელი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი იურისტის, პოლ ვაიზის პატივსაცემად. პოლ ვაიზის ოჯახი 1938 წელს ვენიდან დახაუს ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იყო გადასახლებული, სადაც დაიღუპნენ მისი დედა და და. მან გადაწყვიტა მთელ ცხოვრება მიეძღვნა ლტოლვილების დაცვისათვის. იგი გახდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ლტოლვილთა დახმარება. იყო ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის თანაავტორი, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართალს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავისი მოღვაწეობით მან მილიონობით ლტოლვილს საშუალება მისცა, აეშენებინათ უსაფრთხო ახალი ცხოვრება ახალ სამშობლოში. „ჩვენ მისია დავისახეთ, გვახსოვდეს ეს დიდი ავსტრიელი. ამიტომ, დავაარსეთ პოლ ვაიზის პრემია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილ გამორჩეულ წვლილს. ამით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია გამბედაობის, ადამიანობის და თანაგრძნობის მაგალითები. და უამრავი ადამიანია, ვინც მთელი გულით უძღვნის თავს სხვების დახმარებას – ისევე, როგორც პოლ ვაიზი აკეთებდა ამას“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)