12:45 - 22 Jul, 2026
|
2016-03-25 11:55:14, 1202 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში, დიარბაკირის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას სამი სამხედრო პირი შეეწირა
თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმას 3 სამხედრო პირი შეეწირა, 24 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება თურქულ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმა სამხედრო პოსტზე მოხდა. იგი დიარბაკირის პროვინციაში საქალაქთაშორისო გზატკეცილზე თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთისნაწილში მდებარეობს. თავდასხმა დანაღმული ავტომანქანით განხორციელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ თავდასხმებს 300-ზე მეტი სამხედრო პირი შეეწირა. ცნობისთის, ქურთისტანის მუშათა პარტია აშშ-ში და ევროპაში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)