02:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 14:16:03, 599 ნახვა

პოლიტიკა
"ტერორი საქართველოში" - სალომე ზურაბიშვილი აფგან სადიგოვის ჯარიმებს პოსტით ეხმაურება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯარიმებს განცხადებით ეხმაურება.

"ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები! აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ესწრება, ჯამში, 100 000 დოლარით დაჯარიმდა ახალი კანონის 55 დარღვევისთვის, რომელიც მომიტინგეებს ქუჩების გადაკეტვას უკრძალავს", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფაგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ოქტომბერს სასამართლომ აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო – მას ბრალად ედებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. გადაწყვეტილებით, სადიგოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხვალ, 5 ნოემბერს, საღამოს 19:20-ზე უნდა გათავისუფლდეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვი იმავე მიზეზით დამატებით 55-ჯერ დააჯარიმა 5 000- 5 000 ლარით. ცენტრის განმარტებით, ეს ჯარიმები მას 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში ერიცხებოდა, თუმცა აღნიშნულზე სადიგოვისთვის არავის ჰქონია შეტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics