|
2025-11-03 16:41:20, 679 ნახვა
პოლიტიკა
RFE/RL წერს, რომ გაფართოების შესახებ ანგარიშში საქართველოში უპრეცედენტო უკუსვლაზეა საუბარი
4 ნოემბერს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების წლიური ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესი, საქართველოს შემთხვევაში კი - "მკვეთრი რეგრესი" უნდა შეაფასოს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 დღით ადრე, რადიო თავისუფლება წერს, რომ წინსწრებით მოიპოვა წლიური ანგარიშის დოკუმენტი და მოკლედ გადმოსცემს მის შინაარსს, საქართველოს კონტექსტში. რადიო თავისუფლების თანახმად, 2025 წლის გაფართოების ანგარიშში უპრეცედენტოდ მწვავედ იქნება გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება - ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის "შერყევის", ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებისა და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო. RFE/RL წერს, რომ დოკუმენტში საუბარია ქართული ოცნების მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ კანონებზეც და აღნიშნულია, რომ "საქართველოში მიღებული და აღსრულებული შემზღუდავი კანონები, რომლებიც აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას ეხება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საფუძვლების გადარჩენას და უპრეცედენტოა კანდიდატ ქვეყნებს შორის". რადიო თავისუფლება წერს, რომ გასული წლის გაფართოების ანგარიშთან შედარებით, 2025 წლის დოკუმენტში საქართველოში "მნიშვნელოვან გაუარესებაზეა" ყურადღება გამახვილებული და აღწერილია, თუ სად მოხდა უკუსვლა: RFE/RL-ს თანახმად:
გაფართოების ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, ასევე, ქვეყნის საგარეო და სამეზობლო პოლიტიკაზე და ეკონომიკაზეც - ამ კონტექსტში ნათქვამია, რომ ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რაშიც საქართველო ლიდერობს, არის ეკონომიკური ზრდა. რა წერია ანგარიშში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოქვეყნებამდე 1 დღით ადრე მოიპოვა - სრულად
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)