|
2025-11-03 15:08:56, 578 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი: ვაგრძელებთ ზინოვკინას ჯანმრთელობის მონიტორინგს, კლინიკაში გადაყვანა არ შედის ჩვენს მანდატში
სახალხო დამცველი პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პატიმარი დაკავებიდან - 2024 წლის დეკემბრიდან - დღემდე 6-ჯერ მოინახულეს. ბოლოს, პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა. ამასთან, განცხადებაში აპარატი წერს, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებული განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. "სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდადებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ. 31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით", - ვკითხულობთ განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს - ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს. ანასტასია ზინოვკინას კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დღეს, 3 ნოემბერს, 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)