|
2025-10-31 15:07:35, 958 ნახვა
პოლიტიკა
ევრონესტის რეზოლუციაში ოცნება რეჟიმადაა მოხსენებული, მოწოდებაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა. ამ კონტექსტში, რეზოლუციაში საუბარია - "2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებაზე, შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების განხორციელებაზე". რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველო საუკეთესო მაგალითია იმის, თუ როგორ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას - "იქ, სადაც სამხედრო გზით არ ერევა". რეზოლუციის თანახმად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, აკადემიურ წრეებსა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე. ასევე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს 2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ასამბლეის შეფასებით, "არღვევდა დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, შესაბამისად კი, ასამბლეა არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას". რეზოლუციაში საუბარია ქვეყანაში მიმდინარე პროტესტზეც და ხაზგასმულია, რომ მკაცრად გმობენ მშვიდობიანი პროტესტის სასტიკ ჩახშობას - მოქალაქების, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების თვითნებურ დაკავებებს, ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემურ დარღვევებს. ასევე, მოწოდებაა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის სახაროვის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპულ ინტეგრაციასა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე - აღნიშნავს, რომ ანტიდემოკრატიული კანონების მიღებამ, ფაქტობრივად, საქართველოს EU-ში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. რეზოლუციაში საუბარია ქართული ოცნების მიერ პარტიების აკრძალვის ინიციატივაზეც და ხაზგასმულია, რომ ეს დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ მოქმედებას. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, რათა შეაჩერონ იგი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ავტორიტარული ვარდნისთვის - უვიზო რეჟიმის კონტექსტში პასუხისმგებლობას სრულად ქართულ ოცნებას აკისრებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს EU-ის ინსტიტუტებს, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ მედიას ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, გაზარდონ მხარდაჭერა და გააძლიერონ დამოუკიდებელი მედია.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)